
EMS-ის ვირტუალური პოლიკლინიკა

რა არის ვირტუალური პოლიკლინიკა?
კომპანია EMS Worldwide პაციენტებს სთავაზობს უნიკალური საკონსულტაციო ცენტრის — „ვირტუალური პოლიკლინიკის“ მომსახურებით სარგებლობას.
„ვირტუალური პოლიკლინიკა“ პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას მოკლე დროის განმავლობაში, ონლაინ რეჟიმში, მიიღონ კონსულტაცია მაღალკვალიფიციური ისრაელელი სპეციალისტისგან, მნიშვნელოვნად ნაკლები ფინანსური ხარჯებით.
„ვირტუალური პოლიკლინიკის“ შემადგენლობაში დადგენილი გრაფიკის მიხედვით კონსულტაციებს ატარებენ ზოგადაი პრაკტიკის ექიმები და მაღალი დონის სპეციალისტები, ასევე ფუნქციონირებს სპეციალიზებული კაბინეტები: დიაბეტოლოგიური, დერმატოლოგიური და ჭარბი წონის მკურნალობის კაბინეტი.
ერთჯერადი კონსულტაცია თქვენთვის საინტერესო საკითხზე შესაძლებელია შეივსოს შემდგომი სამედიცინო მონიტორინგით, აგრეთვე განხორციელდეს მიმდინარე მკურნალობის კოორდინაცია პაციენტის საცხოვრებელ ადგილზე მის მკურნალი ექიმების კოლეგებთან.
როგორ დავჯავშნოთ წინასწარი უფასო კონსულტაცია?
გსურთ კონსულტაცია ისრაელელ ექიმთან ან „მეორე აზრის“ მიღება?
მაშინ საჭიროა ონლაინ მიღებაზე ჩაწერა ზოგადაი პრაკტიკის ექიმთან წინასწარ უფასო კონსულტაციაზე.
წინასწარი კონსულტაციის მიზანია პაციენტის გაცნობა, ანამნეზის მონაცემების და ჩატარებული გამოკვლევების შედეგების გაცნობა, მოცემული შემთხვევის ვირტუალურ რეჟიმში კონსულტირების შესაძლებლობის განსაზღვრა და შესაბამისი პროფილის სპეციალისტის შერჩევა.
კონსულტაციის ხანგრძლივობა — 20 წუთი.
პირველადი კონსულტაციის ჩატარებისა და თქვენი შემთხვევის ვირტუალურ რეჟიმში კონსულტირების შესაძლებლობის დადასტურების შემდეგ, გამოგეგზავნებათ პაციენტის ანკეტა შესავსებად, აგრეთვე კონსულტაციისთვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტებისა და ანალიზების შედეგების გადმოსაგზავნად, რათა კონსულტანტ ექიმს წინასწარ ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს თქვენი დაავადების ისტორიას და მოემზადოს კონსულტაციისთვის.
ასევე შემოგთავაზებენ გაეცნოთ და მოაწეროთ ხელი ვირტუალური კონსულტაციის ჩატარების წესს და გადაიხადოთ მომდევნო ძირითადი კონსულტაციის საფასური.
თქვენი არჩევანია — ერთჯერადი კონსულტაცია ან სპეციალიზებულ კაბინეტებში ჩაწერა მუდმივი მონიტორინგისთვის.
გადახდის შემდეგ კომპანიის წარმომადგენელი შეგითანხმებთ პროფილის შესაბამისი სპეციალისტის ვირტუალური კონსულტაციის ჩატარების დროს.
სამედიცინო ინფორმაცია, რომელიც გადადის საკომუნიკაციო არხებით და ინახება კომპანიის EMS WorldWide Ltd-ის ელექტრონულ არქივებში, დაცულია მაღალი უსაფრთხოების დონით და არის მკაცრად კონფიდენციალური.
EMS-ის ვირტუალური კლინიკა — სწრაფად, კომფორტულად და ეფექტურად
ჩაწერა უფასო კონსულტაციაზე
კონსულტაცია: გაცნობა, ანამნეზის შეგროვება, სპეციალისტის შერჩევა
პაციენტის ანკეტის შევსება და დოკუმენტების გაგზავნა
კონსულტაციის გადახდა
პროფილის შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩაწერა
