
ონლაინ კონსულტაცია

პროექტის „ვირტუალური პოლიკლინიკა“ ფარგლებში საერთაშორისო კომპანია „ექსკლუზიური სამედიცინო სერვისი“ სთავაზობს პაციენტებს მაღალკვალიფიციური ისრაელელი ექიმების ონლაინ კონსულტაციებს — სხვადასხვა სამედიცინო სფეროს სპეციალისტებისგან.
კონსულტაციების უმნიშვნელოვანეს თავისებურებას წარმოადგენს სპეციალისტის წინასწარი მომზადება. კონსულტაციის ჩატარებამდე ექიმი სწავლობს პაციენტის მიერ გამოგზავნილ სამედიცინო მასალებს (ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების მონაცემებს). პაციენტის სამედიცინო ისტორიის წინასწარი გაცნობის შემდეგ კონსულტაციის ეფექტიანობა შეუდარებლად იზრდება.
ვირტუალური კონსულტაციის პროცესში ექიმი აყალიბებს წარმოდგენას პაციენტის დაავადების შესახებ, აწვდის მას დეტალურ განმარტებებს მისი მდგომარეობის თაობაზე და სთავაზობს შემდგომ რეკომენდაციებს. ამასთანავე, შესაძლებელია და კიდეც სასურველია, აღნიშნულ კონსულტაციაში პაციენტის საცხოვრებელ ადგილზე მისი მკურნალი ექიმის მონაწილეობაც. და ეს ყველაფერი — მნიშვნელოვნად ნაკლები ფინანსური დანახარჯებით, პრაქტიკულად სახლიდან გაუსვლელად, ყოველდღიური საქმიანობის შეწყვეტის გარეშე და ძვირადღირებული საზღვარგარეთული მოგზაურობის გარეშე.
EMS-ის ვირტუალური კლინიკა — სწრაფად, კომფორტულად და ეფექტურად
