
კომპანიის შესახე ბ

EMS-Worldwide Ltd. — საერთაშორისო კომპანია ექსკლუზიური სამედიცინო მომსახურებების სფეროში, დაარსებული 2008 წელს ექიმ მიხაილ ალონის მიერ — MD, PhD.
კომპანიის ოფისი მდებარეობს დიდი თელ-ავივის რეგიონში.
დოქტორ მ. ალონს აქვს მედიცინის სხვადასხვა სფეროში ორმოცდაათი წლის გამოცდილება. იგი ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკას ეწევა ქვეყნის ორ წამყვან სამედიცინო მომსახურებების სისტემაში, აგრეთვე კერძო კლინიკებში.
კომპანიის კონსულტანტები, როგორც მუდმივად მასთან მომუშავე სპეციალისტები, ასევე ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით მოწვეული ექიმები, წარმოადგენენ უმაღლესი დონის პროფესიონალებს, რომელთაც შეუძლიათ რთული სამედიცინო პრობლემების გადაწყვეტა.
კომპანია თანამშრომლობს ისრაელის საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებთან და დაკავშირებულია სხვა ქვეყნების სამედიცინო ცენტრებთან,
ჩვენი კომპანიის მაღალი ავტორიტეტის შენარჩუნების ერთ-ერთ საფუძვლიან პრინციპს წარმოადგენს პაციენტებისთვის შეთავაზებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების ფრთხილი შერჩევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მკურნალობის დროს. კვალიფიციური დაგეგმვა საშუალებას იძლევა სწორად განისაზღვროს მკურნალობის მიმართულება და თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი კვლევებისა და საზღვარგარეთ ხანგრძლივი ყოფნით გამოწვეული მნიშვნელოვანი ხარჯები.
EMS Worldwide-ის ექიმების პროფესიონალიზმი, აგრეთვე ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენება, გვაძლევს შესაძლებლობას ოპტიმალურად დავგეგმოთ მკურნალობა, სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ იგი და რაც მთავარია — მინიმალური დანახარჯებით პაციენტისთვის.
კომპანია EMS Worldwide არ არის დაკავშირებული რაიმე ვალდებულებებით სამედიცინო ცენტრის არჩევისას, ამიტომ კონსულტაციებისთვის მიმართავს ქვეყნის წამყვან სპეციალისტებს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
EMS Worldwide სთავაზობს მკურნალობის გავლის შემდეგ პაციენტებს შემდგომ დაკვირვებასა და მონიტორინგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში — მკურნალობაში მონაწილე კონსულტანტებთან და ქირურგებთან ხელახალი მიმართვის შესაძლებლობას. ეს პრაქტიკა საშუალებას აძლევს კომპანიის პაციენტებს დარჩნენ კვალიფიციური ისრაელელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხშირ შემთხვევაში დაზოგონ მნიშვნელოვანი თანხები და დრო, და უპირველეს ყოვლისა — შეინარჩუნონ ჯანმრთელობა.
ჩვენი მომსახურებები
აციენტების კვალიფიციური სამედიცინო ესკორტი ისრაელში, გამოკვლევის გეგმის შედგენა, სამედიცინო დაწესებულების შერჩევა
პაციენტების კონსულტირება ექსპერტული მოსაზრების მისაღებად — second opinion
პაციენტებ ის კონსულტირება ონლაინ რეჟიმში, რომლებსაც ამჟამად არ აქვთ ისრაელში ჩამოსვლის შესაძლებლობა — „ვირტუალური პოლიკლინიკა“
ქრონიკული პაციენტების მონიტორინგი (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, ჭარბი წონის და ა.შ.)
პროფილაქტიკური Check-up გამოკვლევის ორგანიზება რამდენიმე საათის განმავლობაში, აგრეთვე გაფართოებული გამოკვლევები ისრაელის ტურისტებისა და სტუმრებისთვის
ექსკლუზიური სამედიცინო მომსახურება, ისრაელში კომფორტული ყოფნის ორგანიზება

