top of page

მკურნალობა ისრაელში

shutterstock_1334708654.jpg

უკვე მრავალი წელია ისრაელი ითვლება ერთ-ერთ ქვეყანად, რომელსაც მსოფლიოში ჯანდაცვის ერთ-ერთი უმაღლესი დონე აქვს.
ისრაელში ფუნქციონირებს ორმოცზე მეტი დიდი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელთაგან თითოეულს შეუძლია პაციენტებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ჩვენ მათგან ბევრთან ვთანამშრომლობთ.

ჩვენი კომპანიის გამოცდილება და შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს სწორად შევარჩიოთ საჭირო სპეციალისტები და სამედიცინო დაწესებულებები, გავხსნათ მათთან ექსკლუზიური წვდომა. ეს ეხმარება პაციენტს მიიღოს ოპტიმალური გამოკვლევა და მკურნალობა, მინიმუმამდე დაიყვანოს მცდარი მიმართულებების რისკი, თავიდან აიცილოს ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები და ზედმეტი კვლევები, რაციონალურად გამოიყენოს დრო და ფინანსური რესურსები.

კომპანია EMS-Worldwide უზრუნველყოფს პაციენტების გამოკვლევასა და მკურნალობას ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ კლინიკებში შესაბამისი სფეროს წამყვან სპეციალისტებთან — მსოფლიო დონის ექიმებთან. ჩვენი კონსულტანტების უმაღლესი პროფესიული დონე საშუალებას იძლევა გადაწყდეს ყველაზე რთული დიაგნოსტიკური ამოცანები — ე.წ. „რთული დიაგნოზი“ — და განისაზღვროს მკურნალობის ოპტიმალური გზები.

ჩვენი კონსულტანტების დახმარებას ვურჩევთ მიმართონ აგრეთვე საეჭვო და ორაზროვან შემთხვევებში ე.წ. „მეორე აზრის“ — Second Opinion — მისაღებად და გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მისაღებად.

მიმართვა კომპანია EMS-Worldwide-ს

პირველადი მიმართვისას პაციენტებს რეკომენდებულია ჩამოაყალიბონ არსებული პრობლემის არსი და გადმოგზავნონ ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგები (ლაბორატორიული, აპარატული, ჰისტოლოგიური და სხვა), აგრეთვე სამედიცინო დასკვნები. ეს მასალები პროფილის შესაბამისად გადაეცემა ჩვენს კონსულტანტებს შემდგომი სამედიცინო ტაქტიკის განსასაზღვრად.

თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება პაციენტის ისრაელში მკურნალობაზე მოწვევა, მისთვის შემუშავდება ინდივიდუალური სამედიცინო ღონისძიებების გეგმა ოპტიმალურ ვადებში, განხორციელდება სპეციალისტებისა და პროფილური სამედიცინო ცენტრების შერჩევა, ჩატარდება მკურნალობის ღირებულების წინასწარი გაანგარიშება (რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის შედეგების მიხედვით როგორც ზრდის, ისე შემცირების მიმართულებით). გადახდა ხდება მკურნალობის დაწყებამდე.

 

წინასწარ ეტაპზე პაციენტს შეიძლება შეთავაზებული იყოს კონსულტაცია ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, რომელშიც მონაწილეობენ პაციენტი და მისი მკურნალი ექიმი ერთი მხრიდან, ხოლო ჩვენი კონსულტანტები — მეორე მხრიდან.

ისრაელში მკურნალობაზე მოწვევის შემთხვევაში EMS-Worldwide შეუძლია უზრუნველყოს:
• ვიზების მხარდაჭერა;
• აეროპორტში შეხვედრის მომსახურება (მათ შორის VIP პროგრამით);
• სასტუმროს დაჯავშნა;
• სატრანსპორტო მომსახურება;
• პროფესიონალური სამედიცინო  ესკორტი კონსულტაციებსა და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ღონისძიებებზე;
• პაციენტის ჰოსპიტალიზაცია პროფილურ კლინიკაში წინასწარი შეთანხმებით ან საჭიროების შემთხვევაში;
• პაციენტებისა და მათი თანმხლები პირებისთვის ყოვლისმომცველი დახმარება ორგანიზაციული და ყოფითი საკითხების მოგვარებაში, ისრაელში ყოფნასთან დაკავშირებით, თავისუფალი დროის გამოყენებაში ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული ფასეულობების გასაცნობად, ინდივიდუალური ტურებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში.

 

ჩვენს ქვეყანაში ყოფნისა და მკურნალობის დასრულების შემდეგ თითოეული პაციენტი იღებს საქაღალდეს, რომელშიც თავმოყრილია გამოკვლევისა და მკურნალობის ყველა შედეგი — კონსულტანტების წერილები, სტაციონარული ამონაწერები, კლინიკურ-ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური, კომპიუტერული, იზოტოპური, ინსტრუმენტული და სხვა კვლევების დასკვნები .

 

პაციენტს შეთავაზებული იქნება შემდგომი მეთვალყურეობის გეგმა.

 

პაციენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისთვის მუდმივად მისაღები მედიკამენტების ნაკრების მიწოდება განსაზღვრული დროის განმავლობაში.

​

გამოკვლევისა და მკურნალობის ყველა ეტაპზე პაციენტებს თან ახლავენ EMS Worldwide-ის თანამშრომლები, რომელთა შორის არიან გამოცდილი ექიმები, რომლებიც პროფესიონალურად წარუდგენენ კონსულტანტებს ანამნეზსა და ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების შედეგებს, ზუსტად და დეტალურად აფიქსირებენ მიღებულ რეკომენდაციებს და, რა თქმა უნდა, გასაგებად უხსნიან მათ პაციენტს.

© 2019 by EMS-Worldwide Ltd I Medical tourism services

ბეთ-დაგანი, იასმინის ქუჩა, 46, ისრაელი 50200

+ 972 3 9600487

საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პაციენტთან ხელშეკრულება

  • White Facebook Icon
bottom of page