top of page

მეორე აზრი

shutterstock_1022274595.jpg

სამედიცინო პრაქტიკაში არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულია (ე.წ. „რთული დიაგნოზი“) ან არსებობს განსხვავებული შეხედულებები მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევასთან დაკავშირებით.

 

ამგვარი სიტუაციების გადაწყვეტა შესაძლებელია შესაბამისი სამედიცინო სფეროს უმაღლესი დონის სპეციალისტის კონსულტაციის გზით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ — „მეორე აზრის“ მიღებით, რაც დასავლურ მედიცინაში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

ჩვენი კომპანია „ექსკლუზიური სამედიცინო სერვისი“ მზად არის პაციენტებს შესთავაზოს უმაღლესი დონის ისრაელელი ექსპერტი სპეციალისტების მომსახურება. აღნიშნულ კონსულტაციებს ვთავაზობთ ვირტუალურ რეჟიმში, პაციენტის საზღვარგარეთ გამგზავრების აუცილებლობის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს „მეორე აზრის“ მიღების შესაძლებლობებს იმ პაციენტებისთვის, ვისაც არ აქვს საკმარისი ძალა ან ფინანსური საშუალება საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის.

 

კონსულტაციის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია საფუძვლიანი მომზადება — პაციენტის ხელთ არსებული სამედიცინო მასალების დეტალური შესწავლა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში — დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. ამ გზით შესაძლებელია დროულად შეირჩეს ოპტიმალური მკურნალობა, რომელიც მრავალ შემთხვევაში პაციენტის სიცოცხლესაც კი გადაარჩენს.

EMS-ის ვირტუალური კლინიკა — სწრაფად, კომფორტულად და ეფექტურად

© 2019 by EMS-Worldwide Ltd I Medical tourism services

ბეთ-დაგანი, იასმინის ქუჩა, 46, ისრაელი 50200

+ 972 3 9600487

საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პაციენტთან ხელშეკრულება

  • White Facebook Icon
bottom of page