
ქრონიკული პაციენტებ ის მონიტორინგი

მრავალი ქრონიკული დაავადების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაცია ხშირად ეფექტიანია მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში. ქრონიკულ პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ თანმხლები დაავადებების მთელი რიგი და უტარდებათ კომბინირებული მედიკამენტოზური თერაპია.
ამიტომ ასეთი პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას:
• დაავადების განვითარების დინამიკა,
• ახალი ფაქტორების წარმოქმნა, რომლებიც გავლენას ახდენენ დაავადების მიმდინარეობაზე,
• ხშირად ცვალებადი მედიკამენტების შემადგენლობის ურთიერთქმედება,
• რეკომენდებული მკურნალობის ეფექტიანობის დინამიკაში შეფასების აუცილებლობა.
ამასთან დაკავშირებით კომპანია „ექსკლუზიური სამედიცინო სერვისი“ სთავაზობს ქრონიკულ პაციენტებს დინამიკურ მეთვალყურეობასა და მკურნალობას აბონემენტური სისტემით EMS-ის „ვირტუალური პოლიკლინიკის“ ფარგლებში.
ისრაელში არსებობს თემატური კაბინეტების მრავალწლიანი პოზიტიური მუშაობის გამოცდილება. ქრონიკული პაციენტების მონიტორინგის ეფექტიანობა განსაკუთრებით ნათლად ჩანს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის განკუთვნილი დიაბეტოლოგიური კაბინეტის მაგალითზე.
ანალოგიურად ყალიბდება სხვა მონიტორინგის კაბინეტებიც: გასტროენტეროლოგიური და ჰეპატოლოგიური კაბინეტები, ენდოკრინოლოგიური კაბინეტი, ჰიპერტონიის კორექციის კაბინეტი, ოსტეოპოროზის მკურნალობის კაბინეტი, კანის დაავადებების კაბინეტი, ფსიქოთერაპიული დახმარების კაბინეტი და სხვა.
აბონემენტური სისტემით მკურნალობა პაციენტისთვის მნიშვნელოვნად იაფია, ვიდრე ცალკეული კონსულტაციები, ხოლო ასეთი მკურნალობის ეფექტიანობა გაცილებით მაღალია.
EMS-ის ვირტუალური კლინიკა — სწრაფად, კომფორტულად და ეფექტურად
