
კარდიოლოგია

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ყველა ეპოქაში მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებას წარმოადგენდა. უკვე გასული საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა ისეთი სამკურნალო მიმართულებები, როგორიცაა კარდიოქირურგია, ენდოვასკულარული მკურნალობის მეთოდები და გულის გადანერგვა.
ამასთან ერთად, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიების პრევენციის მნიშვნელობის გააზრებამ. ახალი მედიკამენტების გამოჩენასთან ერთად, უფრო დიდი როლი დაეთმო კონსერვატიულ მკურნალობის მეთოდებს, ხოლო ქირურგიული ჩარევები სულ უფრო მეტად ატარებს მინიმალურად ინვაზიურ ხასიათს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ექიმის ცოდნა და უნარი — რეკომენდაცია გაუწიოს პაციენტს კარდიოლოგიის უახლესი მეთოდებით მკურნალობაზე.
ჩვენი კონსულტანტი კარდიოლოგები ფლობენ და ყოველდღიურ პრაქტიკაში იყენებენ კარდიოვასკულარული პათოლოგიების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდებს — არა მხოლოდ გულის იშემიური დაავადებების, არამედ გულის უკმარისობის, გულის რიტმის დარღვევებისა და სხვა მძიმე დაავადებების დროს.
ჩვენი კონსულტანტი კარდიოლოგების მაღალი პროფესიული მომზადება ხელს უწყობს პაციენტების სიცოცხლის გადარჩენასა და გახანგრძლივებას.
EMS-ის ვირტუალური კლინიკა — სწრაფად, კომფორტულად და ეფექტურად
